ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა ნაცვლიშვილი - დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადია, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუსს ოლიგარქს და არ აპირებს რუსეთში გაყვეს

ანა ნაცვლიშვილი - დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადია, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუსს ოლიგარქს და არ აპირებს რუსეთში გაყვეს

დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუსს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება.
„აი, ასეთი არის ძლიერი საქართველო, სადაც ყველა ადამიანი თავს გრძნობს ღირსებით, დაცულად და აქტიურად ჩართული ქვეყნის საქმეში. ამიტომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა და აუცილებლად ევროკავშირის წევრი გავხდებით. დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუსს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს. ჩვენ გვინდა ვიაროთ წინ - ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი საქართველოსკენ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.