: არჩევნების გაყალბება საერთაშორისო მისიამ უნდა გამოიძიოს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტები ადასტურებს იმას, რომ 26 ოქტომბრის გაყალბდა და საჭიროა ის საერთაშორისო მისიამ გამოიძიოს.
ანა ნაცვლიშვილის ამბობს, რომ ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, რომელიც ტოვებს რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს:
“ქართული ოცნების” ჯიბის პროკურატურა ვერ და არ გამოიძიებს ამას. პროკურატურას გამოძიების სურვილი და რეალური ნება რომ ჰქონოდა, მას არ დასჭირდებოდა საგამოძიებო სიუჟეტი და თავად მიიღებდა იმ ზომებს, რომელთა მიღებაც საქართველოს კანონმდებლობით ევალება. 26 ოქტომბრის არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, ამიტომ, ამას სჭირდება საგანგებო საგამოძიებო მექანიზმი საერთაშორისო მისია.”
ანა ნაცვლიშვილის აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და დაადგენს მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად მიუკერძოებლად, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ