ანა ლუჰრმანი – მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ველოდებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესს მომავალ წელს

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის მომხრეა, – ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა მისი ქვეყანა მხარს საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.
„მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, როგორი ენთუზიაზმითაა ხალხი განწყობილი ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. ვფიქრობ, გატარებული რეფორმები სწორ მიმართულებაზე მიუთითებს, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს წინ და ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესს მომავალ წელს“, – აღნიშნა ანა ლუჰრმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ