ანა ლიურმანი – „ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოში შექმნილი ვითარებით ღრმად შეშფოთებული ვარ. მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა ღრმად შემაშფოთებელია და ამიტომ, დღეს ჩვენ ევროპული საბჭოს დასკვნებს განვიხილავთ, სადაც მკაფიოდ ვგმობთ „ქართული ოცნების“ ამ ქმედებებს და ასევე, ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ყველა შესაბამის პირთან ეროვნული დიალოგი დაიწყოს, რადგან ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსსა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მიზნებს“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე