ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა კობახიძე - ცესკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის რაოდენობების დადგენა დისკრიმინაციულია და კომისიის წევრებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს - სასამართლოსგან ვითხოვთ გაუქმდეს ცესკოს ეს განკარგულება

ცენტრალური საარჩევნოს კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადებით, ცესკოს დადგენილება, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასების ოდენობას ეხება, დისკრიმინაციულია და კომისიის წევრებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
ანა კობახიძემ, საარჩევნო კომისიის წევრთა ხელფასების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა და კომისიის წევრთა ხელფასთა გათანაბრებას ითხოვს.
„27 აგვისტოს სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც დაადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის ოდენობა.
აღნიშნული განკარგულებით კომისიის წევრებს, რომლებიც არჩეულია ოლქის მიერ და კომისიის წევრები, რომლებიც დანიშნულია პარტიის მიერ არათანაბარი ხელფასი ექნებათ, კერძოდ პარტიის მიერ დანიშნული ოლქის წევრების ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ოლქის მიერ არჩეულების.
აღნიშნული განკარგულება დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ერთნაირია საარჩევნო პროცესშიც და არჩევნების დღესაც.
დღეს სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული განკარგულება და დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის წევრებს შორის ხელფასების გათანაბრება”, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.