ანა დოლიძე – წულუკიანის ფანჩატური „კარაბას-ბარაბასის“ უნიჭო თეატრია

კოალიცია ,,ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.
როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს პურით ვერ უზრუნველყოფს, სანახაობა კი თეა წულუკიანის „კარაბას-ბარაბასის უნიჭო თეატრია“.
,,როდესაც პურს ვერ უზრუნველყოფ და პირიქით, მიზანმიმართულად აღარიბებ ხალხს, რაღა დაგრჩენია, სანახაობის მოწყობა. ეს სანახაობაა წულუკიანის ფანჩატური ანუ ე.წ. კომისია. თუმცა, ეს სანახაობა უფრო კარაბას-ბარაბასის უნიჭო თეატრია. მორიგი შენობა ჩამოვარდა, რასაც სიკვდილი მოყვა. მიდის ქართველების გენოციდი, ყველა მხრიდან და ყველა საშუალებით. ესაა საქმე სინამდვილეში’’, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც