ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წელს გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც გავწიეთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წელს გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც გავწირეთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი საქმეა, ის დღესაც უნდა გავაგრძელოთ.
„ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წელს გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რომელიც გავწიეთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თუმცა, საქართველოს დეოკუპაცია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი საქმეა, ის დღესაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ნელ-ნელა აგრძელებს სწორედ იმ ხაზს, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.