არქივი1 დეკემბერი, 2024, 03:38
ანა დოლიძე - ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვშალეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, 30 დეკემბრის ღამეს, პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა.
„გაზი გვესროლეს. გაფრთხილება არ იყო. ვირბინეთ და მერე ვიღაც ღვთისნიერმა შემასხა ფიზიოლოგიური. ჭყლეტის საშიშროება იყო სერიოზული. ბევრი სასწრაფო ბრიგადა იყო გარშემო. იმედია, არავინ დაზიანდა სერიოზულად. ეს ქვეყანა ჩვენია“, - წერს ანა დოლიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.