– ,,ქართული ოცნება“ რა ვაშინგტონზე და ,,დიფსთეითზე'' საუბრობს, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ

რა ვაშინგტონზე და ,,დიფსთეითზე“ საუბრობენ, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ – ბოროტი „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გაღარიბდეს,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წყლის კომპანია სრულიად კორუმპირებული უწყებაა, რომლის ხელმძღვანელი ახლა დააბრუნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
„წლებია მაქვს კამპანია „წყალი ჩვენი უფლებაა“. საქართველოს უდიდესი ტერიტორია ისევ არის უწყლოდ. თბილისიდან 30 წუთში, თეთრიწყაროს რაიონში მოსახლეობას წყალზე წვდომა არ აქვს. „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმის მერე მილიონები არის გაფლანგული წყლის გაყვანაში. წყლის კომპანია სრულიად კორუმპირებული უწყება, რომლის ხელმძღვანელი ახლა დააბრუნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მთელი გამოძიება უნდა ჩატარდეს წყლის პროექტებთან დაკავშირებით, ამ გამოძიებას მე გავაკეთებ აუცილებლად. საერთოდ ხელისუფლებას არ უნდა ვაძლევდეთ არც ერთ წამს სხვა რამეზე გველაპარაკოს. რა ვაშინგტონზე და „დიფსთეითზე“ საუბრობენ, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ. საქართველოში იმ მდგომარეობაში რომ ხარ, როდესაც ფიქრობ ჭაბურღილი დადგა, ბიდონები მოიმარაგო, მერე მიდიხარ საცხოვრებლად იმ ქალაქში, სადაც ქირაც ძვირია, საკვებიც და ყველაფერი. უამრავი ლაივი მაქვს ამ თემაზე ჩაწერილი, ძვრა არ არის ამ მიმართულებით, ადრე გრაფიკით მაინც მოდიოდა. ბოროტი „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გაღარიბდეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად