ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა

ანა დოლიძე - სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა

სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანა დოლიძის განცხადებით, მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცვას.
„იღვიძებს საქართველო. მადლობა გმირულად მებრძოლებს, განსაკუთრებული მადლობა პატრიოტ ჟურნალისტებს. ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი: ყველა ქალაქი უნდა დადგეს ფეხზე. ჩვენები ვიქნებით რუსთაველზე და ყველგან, სადაც საქართველო დაიცავს დამოუკიდებლობას”, - წერს ანა დოლიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.