– სოლიდარობა, რომელიც ქუჩაშია საამაყოა – ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს

სოლიდარობა რომელიც ქუჩაშია საამაყოა. ასეთი ძმობა, გვერდში დგომა, გატანა და სიყვარული, რომელიც რუსთაველზეა „სისხლიანი დეკემბრის“ დროს თეთრი შურით შეშურდება ნებისმიერ ერს და მხოლოდ ფილმებში ექნებათ ნანახი,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
6 დეკემბრის ღამის დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს.
„დღეს თბილისში კიდევ ერთი სისხლიანი ღამე გათენდა. ჩვენ მოქალაქეებს სდიეს ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, გამოამწყვდიეს ალყაში. ჩადენილი იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მორიგი დანაშაულები, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი აგებს პასუხს, მაგრამ ამ წამს მინდა აღვნიშნო, ის სასწაული სოლიდარობა რომელიც არის თბილისის ქუჩებში. სოლიდარობა, რომელიც ქუჩაშია საამაყოა. ასეთი ძმობა, გვერდში დგომა, გატანა და სიყვარული რომელიც რუსთაველზეა “სისხლიანი დეკემბრის” დროს თეთრი შურით შეშურდება ნებისმიერ ერს და მხოლოდ ფილმებში ექნებათ ნანახი. ახლა ნამდვილად სარწმუნოა ყველაფერი ის აღმატებული რასაც ქართველებზე ამბობდნენ ისტორიულად. ამ დიდი, ნამდვილი ქრისტიანული გულით, რომელიც ჩანს ღამის ნაცემ და ნადევნ თბილისში, ჩვენ განვკურნავთ და გადავაბიჯებთ ყველანაირ ბოროტებას”, – აცხადებს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…