ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - საქართველოს მოსწავლეთა დიდი ნაწილი სასწავლო წლის დაწყებას ხვდება, როგორც მომთაბარე

ანა დოლიძე - საქართველოს მოსწავლეთა დიდი ნაწილი სასწავლო წლის დაწყებას ხვდება, როგორც მომთაბარე

უნიათობის, კორუფციის გამო მოსწავლეები სექტემბერში სკოლაში ვერ წავლენ, ეს ყველაფერი მოქმედებს, როგორც ბავშვებზე, ისე მშობლებზე , - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ანა დოლიძემ რუსთავში, 21-ე საჯარო სკოლასთან განაცხადა, სადაც ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართა.
ანა დოლიძის თქმით, საქართველოში საჯარო სკოლების რემონტი წლობით იწელება.
’’საქართველოში დღეს საჯარო სკოლების რემონტი იწელება წლობით, ერთი სკოლის მშენებლობას სჭირდება დიდი დრო. ბავშვებს არ აქვთ ნორმალური სასწავლო წელი, ნორმალური გრაფიკი. იმ სკოლაში, სადაც ბავშვებს ანაწილებენ კლასებში, არის გადაჭარბებული რაოდენობა, რის გამოც ინიშნება მეორე ცვლა, ბევრი გაკვეთილი ისწავლება ონლაინ. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს თქვა, რომ სკოლების რემონტი სრულად დასრულებული იქნებოდა 2022 წელს. დღეს მოვედით რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს „კუს ნაბიჯებით“ , უკვე რამდენიმე წელია. უნიათობის, კორუფციის გამო მოსწავლეები სექტემბერში სკოლაში ვერ წავლენ, ეს ყველაფერი მოქმედებს, როგორც ბავშვებზე, ისე მშობლებზე. დღეს, საქართველო განათლებაში ბოლო ადგილზეა, ამის ფასს იხდიან ჩვენი მშობლები’’, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.