– რძის საკითხზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან საჯარო შეხვედრას ვითხოვთ

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა.
რძის საკითხზე საჯარო შეხვედრას ითხოვს.
,,სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ და ჯანმრთელია თუ არა ჩვენი გარემო. გაზრდილი სიმსივნეების მაჩვენებელი, როგორც ზრდასრულებში ისე არასრულწლოვანებში იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც კარგად ჩვენ გარემოში არ არის. რძის სკანდალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. ორი განცხადება მოვისმინეთ სააგენტოსგან და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვჭირდება საჯარო განხილვა მშობლებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელთან პირისპირ. უნდა გავიგოთ, რა ვითარება გვაქვს რძესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლის საკითხი და მე ამას ბოლომდე გავყვები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: მარიამ ლაშხმა უნდა თქვას ვინ ესწრებოდა ასეთ შეხვედრას, კონკრეტული სახელები და გვარები ამერიკის წარმომადგენლების, თუ ევროპის წარმომადგენლების, თუ არ იტყვის, ესე იგი…