ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს შეხვდა

კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ესტონეთში შეხვედრებს მართავს.
მისი თქმით, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის დახმარების საკითხზე.
„დღეს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს შევხვდი. უპირველესად, მადლობა გადავუხადე ესტონეთს ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის დახმარების საკითხზე. ამასთანავე, პოლიტპატიმრებისა და ახალი არჩევნების საკითხებზე. მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”