ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით შეიქმნას „ოქროს სია“

პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას „ოქროს სია“.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, „ოქროს სიაში“ უნდა შევიდეს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას და ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა.

“გამოვდივარ ინიციატივით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: შეიქმნას ოქროს სია. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს დეკლარაცია, რომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა. ახლა ეს ნაბიჯები ნამდვილი პატრიოტობის გამოვლინებაა და ასეთი ხალხი სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება“, - წერს ანა დოლიძე Facebook-ზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.