ანა დოლიძე – ამომრჩეველი დაიღალა: გამოვა ვიღაც და თავს გამოაცხადებს „ცენტრად“ – ეს თვითმარქვიობაა

გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ადრეა, რადგან ბევრ პარტიას თავისი შინაარსი გამოსაკვეთი აქვს , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგია ჭირს და სულ ორი პარტიაა, რომელთა შინაარსზეც კამათი შეიძლება.
„საკითხობრივი თანამშრომლობის კულტურას მხარს ვუჭერ და დანერგილიც გვაქვს. საკითხობრივად ჩვენ თითქმის ყველა პარტიასთან ვთანამშრომლობთ.
რაც შეეხება გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას – მე მგონი, დღეს ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე ვართ და ადრეა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრ პარტიას თავისი შინაარსი აქვს გამოსაკვეთი. პიროვნული სიმპათია საკმარისი არ არის. ჩვენს ველზე რომ გაიხედოთ, ერთი-ორი პარტია არის ჩვენთან ერთად, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ფასეულობები. სულ ორი პარტიაა, რომელზეც შეგვიძლია დღეს შინაარსზე კამათი“, – აღნიშნა დოლიძემ.
მან ასევე ე.წ. მესამე პოლიტიკურ ცენტრთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თვითმარქვიობაა, როდესაც ადამიანი გამოდის და საკუთარ თავს რაღაცად აცხადებს.
ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მას „მესამე ცენტრობა“ არ უნდა და სურს, „პირველი ცენტრი“ იყოს.
„მე წინააღმდეგი ვარ თვითმარქვია პოლიტიკის და ამას ვეძახი ისეთ განცხადებებს, რომელსაც მიჩვეული ვართ და რითაც მართლაც დაიღალა ჩვენი ამომრჩეველი, რომ გამოვა ვიღაც და თავს გამოაცხადებს ან ამად, ან იმად, ან ცენტრად, ან ძალად. ნუ, ეს თვითმარქვიობაა ახლა და ჩვენი ამომრჩეველი სწორად პასუხობს ხოლმე ასეთ ხალხს, როდესაც საკუთარ თავს რაღაცად აცხადებს. მე ვფიქრობ, რომ შენ ამომრჩეველი შესაბამისად გამოგაცხადებს პრემიერობის კანდიდატადაც, პრეზიდენტობის კანდიდატადაც, მესამე ცენტრად. მე არ მაქვს მესამე ცენტრობის პრეტენზია და არც რაიმე შუაშისტობის პრეტენზია. თავში ყოფნის პრეტენზია მაქვს, პირველი ცენტრის ლიდერობის პრეტენზია მაქვს და შუაში ვისაც უნდა, რომ იყოს – იყოს“, – აღნიშნა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება