ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და „ყველასთვის გასაგებია, რომ საქმე არა მხოლოდ ერთი კანონის მიღებას, არამედ ბევრად სისტემურ პრობლემას ეხება“.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მათ [პარტნიორებს] ვითარების სირთულე ძალიან კარგად ესმით“.
„ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იყო. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალიან კარგია. რასაც, პირველ რიგში, ხაზი გავუსვი, ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, ეს ადამიანები საქართველოს პარტნიორები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები რომ ჩამოდიან ამ რთულ დროს საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საუბრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე პროცესები. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ერთი კანონის მიღება არაა და ბევრად სისტემურ და მსხვილ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს გასაგებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გასაგებია ქვეყნის პარტნიორებისთვისაც. მიმდინარე სირთულეები გასცდა მხოლოდ ერთი კანონის, აგენტურის კანონის ფარგლებს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…