ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანატოლი გიგაურის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

ანატოლი გიგაურის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, ანატოლი გიგაურის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი 8 აგვისტოს სხდომაზე, სადაც ანატოლი გიგაური საბოლოო სიტყვას წარმოთქვამდა, უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, ის მოულოდნელად მეორედ გადადო.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.