ანატოლი ანტონოვი – ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა, კიეველი მათხოვრით ყველა დაიღალა

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
“ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. არ გამოვიდა იმაში დარწმუნება, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით”, – განაცხადა ანტონოვმა.
მან შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.
“ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში”, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)