ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ

საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მოკლე პროგრამაში დასანანი შეცდომების შემდეგ ჩვენმა წყვილმა თავისუფალი პროგრამა ფაქტობრივად უშეცდომოდ შეასრულა, მე- 9 ადგილიდან მესამე ადგილზე გადმოინაცვლა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მაღალი კონკურენციის პირობებში ანასტასია და ლუკამ ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულა( 71,73 ქულა) დააგროვა და ჯამში 191.88 ქულით კიდევ ერთი სინჯის, ამჯერად, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.