ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გრან-პრის ფინალის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იასპარეზებენ

7-10 დეკემბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იუნიორებსა და უფროსი ასაკის მოციგურავეებს შორის გრან-პრის სერიის ფინალი გაიმართება. ფინალში იასპარეზებენ ეტაპების შედეგად ყველაზე მაღალი რეიტინგული ქულების მქონე საუკეთესო ექვსეულები.
ეტაპების ფინალის ისტორიაში, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, საქართველო უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას. 2019 წლის გამარჯვებული, მაშინ ჯერ კიდევ იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენი მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გახდა. ამჯერად, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში იასპარეზებენ გრან-პრის ფინალის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო