ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანანო ბაკურაძე: არცერთ ეპოქაში, არცერთ დროში, არცერთ ქვეყანაში ნამდვილ ჟურნალისტებთან ბრძოლა არ მოუგია ხელისუფალს. არასდროს არსად. ყველაზე საშიში ბრძოლაა, რასაც ხელისუფალი იწყებს

ანანო ბაკურაძე: არცერთ ეპოქაში, არცერთ დროში, არცერთ ქვეყანაში ნამდვილ ჟურნალისტებთან ბრძოლა არ მოუგია ხელისუფალს. არასდროს არსად. ყველაზე საშიში ბრძოლაა, რასაც ხელისუფალი იწყებს
ანანო ბაკურაძე, ჟურნალისტი:
არცერთ ეპოქაში, არცერთ დროში, არცერთ ქვეყანაში ნამდვილ ჟურნალისტებთან ბრძოლა არ მოუგია ხელისუფალს. არასდროს არსად. ყველაზე საშიში ბრძოლაა, რასაც ხელისუფალი იწყებს და ადრე თუ გვიან მარცხდება და მათთან ერთად მარცხდებიან მათი პროპაგანდისტები, ყალბი ჟურნალისტები. სულელი უნდა იყო, ამ წაგებულ ბრძოლაში რომ შედიოდე.
სად გაგიგიათ ტყუილს სიმართლეზე გაემარჯვა? არაფერია დაფარული, რომელიც არ ცხადდება. არაფერი.
მზია დიდი მადლობა, რომ დგახართ ჩვენს წინ და გვახსენებთ, რომ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში სიმართლე, ღირსება, თავმოყვარეობა, თავისუფლება. დიდი მადლობა და ბოდიში, რომ ამის გავლა გიწევთ.
4 აგვისტოს, ქალმა მოსამართლემ
უნდა გამოიტანოს განაჩენი, იმედს ვიტოვებ, რომ ამ გრძელი დღის შემდეგ, როცა სახლში წავა, იქნება ის ერთი გარდამავალი წამი, როცა მიხვდება, რომ აქ და ახლა მისი მომავალიც იწერება და სიმართლის მხარეს დადგება. სხვანაირად არ მინდა რომ მჯეროდეს.
მზია ჩვენთვის და ჩვენ მზიასთვის
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.