არქივი29 ნოემბერი, 2023, 11:08
ანალენა ბერბოკი - უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის
უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ახლა უკრაინის მიმართ ყურადღება საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
„ჩვენ მუშაობა იმისთვის უნდა გავაგრძელოთ, რომ უკრაინის ზამთრის დამცავი ფარი ძლიერი იყოს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერბოკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია, რისთვისაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.