არქივი28 მაისი, 2024, 21:54
ანალენა ბერბოკი - საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან - არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს.
მისი თქმით, არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა.
"საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპისგან. არასდროს არის კურსის შეცვლა გვიან",- წერს ბერბოკი პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.