ანალენა ბერბოკი – ისრაელმა უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს

ისრაელმა უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მთავარ საკითხზე არ მიუღია გადაწყვეტილება, არამედ დროებითი სამართლებრივი დაცვის პროცესში დროებითი ზომები მიიღო.
ამავდროულად, სასამართლომ ნათელი გახადა, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები 7 ოქტომბრის ბარბაროსულ თავდასხმას მოყვა, და შეგვახსენა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი „ჰამასზეც“ ვრცელდება და მან საბოლოოდ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ამას მთელი ჩვენი ძალით დავუჭერთ მხარს, ისევე როგორც ისრაელის მიმართ ზომას, რომ სასწრაფოდ დაუშვას ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება”, – განაცხადა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა