ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი დმიტრო კულებას - საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს - შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში

ანალენა ბერბოკი დმიტრო კულებას - საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს - შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში

შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში. თქვენ საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს, - ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანალენა ბარბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„გრძელი საუბრები ღამის მატარებლებზე, „დიდ შვიდეულზე“, ფრონტზე, ბრიუსელში, დაბომბილი ელექტროსადგურის წინ, ცოტა ადამიანთან მიმუშავია ისე მჭიდროდ, როგორც თქვენთან, დმიტრო კულება”, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ანალენა ბერბოკი კულებას წარმატებას უსურვებს და არწმუნებს, რომ ისევ შეხვდებიან, როცა უკრაინაში მშვიდობა და თავისუფლება დაბრუნდება.
„შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში. თქვენ საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს,” - წერს ბერბოკი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ქვეყნის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.