ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“ – ირაკლი კობახიძე

„ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“ – ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.
„ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ. ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას. ფოტის პორტის შესახებ ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.