ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადება აბსურდულია - ჩინეთის საელჩო

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რობინ დანიგანის განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის მიერ სან-ფრანცისკოში დადგენილ ხედვას ეწინააღმდეგება.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი“ – აბსურდულია და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამო. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინურმა მხარე ხაზს უსვამს, რომ განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე, ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.