ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

სამეგრელოსა და რაჭაში მდებარე ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ყოველ როტაციაზე ერთი დღე თავდაცვის ძალებს ეთმობა. ამჯერად, სამხედრო დღე ახალგაზრდულ ბანაკში მოეწყო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს.
შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.
ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.