ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ანაკლია ჯერ არ აშენებულა და უკვე ჩინურ ხაფანგში გვაბამენ” – გოცირიძე

22
ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
კობახიძემ ეკონომიკის მინისტრი ჩინეთშია წასული და ანაკლიაზეც ილაპარაკებსო. უნდა აუხსნან ხალხს, რას ითხოვენ ჩინელები ისეთს, რომ ეს მთავრობაც კი ვერ ბედავს დათანხმებას. ორი წელია სხვა ინვესტორის შემოყვანაზეც ტაბუა დადებული. იკარგება ძვირფასი დრო.
არაფერს უნდა მოეწეროს ხელი საიდუმლო ფორმით.
ანაკლია ჯერ არ აშენებულა და უკვე ჩინურ ხაფანგში გვაბამენ. P+P+C-პორტი, პარკი( თავისუფალი ინდუსტრიული ზონა), ქალაქი-ესაა ჩინური დოქტრინა. ამ მოდელით ააშენა ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ პორტები ნიგერიაში, შრი-ლანკაში, ჯუბუტიში. ახლა თავბედს იწყევლიან ეს ქვეყნები.
ჩვენი ინფორმაციით, გარდა ტვირთების დაზღვევისა( ანუ სახწლმწიფოს მიერ შესაძლო ზარალის დაფარვისა), ეს კომპანია ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კონტროლსაც ითხოვს. ეს დაუშვებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.