ამ AI-ზე დაფუძნებულ ამინდის პროგნოზირების პლატფორმას ერთ წუთზე ნაკლებ დროში ამინდის ცვლადების 10 დღიანი პროგნოზირება შეუძლია

DeepMind-ის მკვლევარების მიერ შემუშავებულ მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ამინდის პროგნოზირების პროგრამა სახელწოდებით „GraphCast-ს“ ერთ წუთზე ნაკლებ დროში ამინდის ცვლადების 10 დღიანი პროგნოზირება შეუძლია. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ კვლევების მიხედვით GraphCast-მა აჯობა ტრადიციული ამინდის პროგნოზის ტექნოლოგიებს 90%-ით სიზუსტის მაჩვენებლით.
AI-ით აღჭურვილი ამინდის პროგნოზირების პროგრამა მუშაობს „დედამიწის ამინდის ორი უახლესი მდგომარეობის“ გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ცვლადებს ტესტის დროიდან და ექვსი საათის წინ. ამ მონაცემების გამოყენებით, GraphCast-ს შეუძლია იწინასწარმეტყველოს, როგორი ამინდი იქნება ექვს საათში.
პრაქტიკაში, AI-მ უკვე აჩვენა თავისი გამოყენებადობა რეალურ სამყაროში. ინსტრუმენტმა იწინასწარმეტყველა ქარიშხალი ლი ლონგ აილენდში 10 დღით ადრე, ხოლო ამინდის პროგნოზირების ტრადიციული ტექნოლოგიები, რომლებსაც იმ დროს მეტეოროლოგები იყენებდნენ, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. ამინდის სტანდარტული სიმულაციებით გაკეთებულ პროგნოზებს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, რადგან ტრადიციულად, მოდელებმა უნდა გაითვალისწინონ რთული ფიზიკა და სითხის დინამიკა ზუსტი პროგნოზების გასაკეთებლად.
ამინდის პროგნოზირების ალგორითმი არა მხოლოდ აჯობებს ტრადიციულ ტექნოლოგიებს ამინდის შაბლონების პროგნოზირებისთვის ტემპისა და მასშტაბის თვალსაზრისით, GraphCast-ს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ამინდის მოვლენები, რომელიც მოიცავს ტროპიკულ ციკლონებს და რეგიონებში ექსტრემალური ტემპერატურის ტალღებს.