ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამ ჩიპოლინოს ჰგონია, ერთი კაცის და მისი შაიკის ოფშორული ზარნიშის ყარაულებად ვართ დაბადებულები!” – ქეთი ენუქიძე

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ხვდებით, რას ამბობს? ამ ჩიპოლინოს ჰგონია, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანამ შეიძლება იარსებოს იზოლირებულად, თან ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში… ჰგონია, რომ ერთი კაცის და მისი შაიკის ოფშორული ზარნიშის ყარაულებად ვართ დაბადებულები! ფიქრობს, რომ იმისი დანგრევა შეუძლია, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, შრომა, ენერგია შეეწირა; რაც აგურ-აგურ აკოწიწეს ისეთმა კაცებმა, ფეხსაცმლის თასმას რომ არ შეაკვრევინებდნენ ამას… ბედავს ამის ფიქრს!
პირდაპირ ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ რაიმეს, ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები, გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა ქვეყანაში, გვინდა შევამციროთ ევროპული გავლენა, რუსული გავლენა, სხვა ქვეყნების გავლენები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.