“ამ შოკისგან დაიცვა თავისი საყრდენი მერიამ” – ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

ახალი წელი ახალი დაკვირვებით დავიწყოთ:
რეჟიმმა ქუჩაში გასამართი გალა კონცერტი გააუქმაა, მხოლოდ ჩანაწერს გავუშვებთ, აქაოდა ბულინგისგან ვიცავთ მუსიკოსებსო. არგუმენტს მოფიქრება ხო უნდა არა? მუსიკოსებს იმიტო კი არ “აბულინგებს” ვინმე, რომ ისინი ქუჩაში მღერიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურ და მწამებელ რეჟიმთან თანამშრომლებენ და შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ვისი ქმედებაც გასაკიცხია, ის გაიკიცხება მიუხედავად იმისა ქუჩაში მღერის თუ ტელევიზორში. ამიტომ ეს არგუმენტი დაივიწყეთ. მაშინ რა შეიძლება იყოს მიზეზი? მე მგონია მიზეზი გუშინ ვნახეთ ქუჩაში. ქართველებს არ ეზეიმებათ ისე, როგორც ტურისტებს. და თან ამ კონკრეტულ ტურისტებზე ქართული ოცნების ამომრჩეველი და “სუპსა ვჭამ” ხალხი უფრო ბრაზდება ვიდრე ჩვენ. რეჟიმის მიერ დასავლეთისთქვის ნათქვამი უარი და საგარეო ვექტორის შეცვლა ძალიან თვალსაჩინო გახდებოდა გუშინ ღამე და ამ შოკისგან დაიცვა თავისი საყრდენი მერიამ.
თქვენ რა ვერსიები გაქვთ?

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო