ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი” – რას აცხადებს ჰერჩინსკი

“ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი” – რას აცხადებს ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის მორიგი გზავნილი – პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშავოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. მაგრამ, მინდა ძალიან ღიად გითხრათ — თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, თუ საქართველო იქნება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომელზეც მოლაპარაკებაც აღარ არის საჭირო”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ “ოცნების” ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობის” გასამართლებით და ოპოზიციის აკრძალვით იმუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.