ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება გადაიხედოს

ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება გადაიხედოს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს აფასებს. ექსპერტი ჟურნალისტებთან საუბრისას იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოასწორებს იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ თავის დროზე აშშ-ს ჰქონდა გარკვეული რეაგირება დონალდ ტრამპისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილ ღია წერილზე და იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი რეაქციას არც მიხეილ ყაველაშვილის წერილზე დააყოვნებს.
„ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელიც აკაცუკური და პირიქითა სექტის ქილიკისა და დაცინვის საგანი გახდა. მაგრამ ამ ღია წერილს მოყვა 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური მოლოცვა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ და მის გამოქვეყნებას დღესაც ვერ ბედავს აშშ-ს საელჩოს სოციალურ გვერდი. ჩვენ დავინახეთ, რომ ეპისტოლარულ ჟანრსაც მოაქვს თავისი შედეგები. თუმცა, ამ ეტაპზე არ მინდა კარტები გავხსნა და ვისაუბრო, თუ რითაა განპირობებული აშშ-ს ადმინისტრაციის კრავთა დუმილი საქართველოსთან მიმართებით. შეიძლება ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ გადაიხედოს ის უსამართლო გადაწყვეტილება, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტით მიიღო.
ჩვენ არ ვითხოვთ ამერიკისგან არც სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არც თავისუფალი ვაჭრობს დაწესებას, მაგრამ ტრამპისგან ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკის ეს კომპონენტი შეიძლება მარტივად გადაიჭრას – ტექნიკური საკითხია, ვინმე სპიკერი გამოუშვას სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თქვას, რომ წინამორბედი ადმინისტრაციის ეს გადაწყვტილება [ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება] ანულირებულია და საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები გაგრძელდება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ამ თემაზე:
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით