„ამ ქმედებებს არ ვამართლებთ…“ – ALDE ალეკო ელისაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

“რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს“, – ასე ეხმაურება “ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
“რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.