ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამ ფაქტის შემდეგ, ბოდიშიც უნდა მოეხადათ” – თინა ხიდაშელი

“ამ ფაქტის შემდეგ, ბოდიშიც უნდა მოეხადათ” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
მას შემდეგ,რაც სენატორი რიში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად სენატში, ეს ამბავი გახდა აბსოლუტური მოცემულობა და ფაქტი, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ანგარიშგასაწევი სენატორი. ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ. არ არსებობს არავითარი კომუნიკაციის ხაზი, მათ არ ჰყავთ პარტნიორი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში. ადამიანებს რომ ველაპარაკებით, პირველად მაქვს განცდა, რომ პირად შეურაცხყოფად აქვთ მიღებული უამრავი რამ, რაც თბილისიდან ისმის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.