ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე – რეგისტრირებული” – უჩა აბაშიძის საქმე

ადამიანები, რომლებიც “ეარსოფტს” აქტიურად თამაშობენ, ამბობენ, რომ იარაღები, რომლებიც შსს-მ უჩა აბაშიძის სახლიდან ამოიღო და შემდეგ ფოტო გაავრცელა, ნამდვილად სათამაშოა. მათი თქმით, მსგავსი იარაღები სახლში აირსოფტის ყველა მოთამაშეს აქვს და ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. ხოლო, ის ორი იარაღი, რომელიც ასევე ამოიღო შსს–მ – ოფიციალურად რეგისტრირებულია.
გამომდინარე იქედან, რომ ოჯახის წევრები და ადვოკატები არ დაასწრო შსს–მ ჩხრეკას, სოციალურ ქსელში, ბევრი ადამიანი გამოთქვამს ეჭვს, ხომ არ ჩაუდეს უჩას იარაღი.
Ucha Abashidzeს სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია – იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე – უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.