ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია – გვარამიაზე

“რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?! კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
ქადაგიძის თქმით, სასაცილოა გვარამიას განცხადებაში მუქარანარევი გზავნილი ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.
“რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?! კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის.
კელი დეგნანმა შეაწყალებინა გვარამია ზურაბიშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა და კუბილიუს-ფოტიგას ევრო-დეპუტაცია ქართულ მართლმსაჯულებას გვიწუნებს მაშინ, როდესაც პოლიტიკას შეფარებულ ქართველ პარაზიტთა სასამართლო წარმოების მიმართ, 99%-იანი ალბათობით არ აქვს პრეტენზია ევროპულ სასამართლოს.
იმიტომ, რომ რა მასშტაბის და ძლიერებისაც არ უნდა იყოს გლობალური ომის პარტია, ხელი ყველგან ვერ მიუწვდება. ესაა ქართველი ხალხის არჩევანიც – ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და არა, ცალ ფეხზე მდგარი ფსევდო-დემოკრატია!
P.S. ისე, ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია – არა უშავს ხელისუფლება შეიცვლება და ევროპულ სასამართლოსაც განვანათლებთო. შენი შეცვლილი ხელისუფლება არ გაიშვას, შე, მხდალო “ჰიპსტერო!”” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
Next: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში