არქივი14 მარტი, 2024, 21:41
ამ პარტიაში არის ცოდნის, გამოცდილების და მომავალზე ორიენტირების რესურსი – ლევან გოგიჩაიშვილი გახარიას პარტიის წევრი გახდა
ამ პარტიაში არის ცოდნის, გამოცდილების და მომავალზე ორიენტირების რესურსი – ლევან გოგიჩაიშვილი გახარიას პარტიის წევრი გახდა
ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა. ეს ინფორმაცია მან უკვე ოფიციალურად დაადასტურა ტვ “პირველი”-ს ეთერში და აღნიშნა, რომ ეს პარტია არის დემოკრატიის რესურსი.
“ამ პარტიაში არის ცოდნის, გამოცდილების და მომავალზე ორიენტირების რესურსი. ჩვენი წარმატების შემთხვევაში, ძალიან დაჩქარდება ამ ქვეყანაში ბევრი პროცესი”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც 2012 წლიდან 2019 წლამდე “ქართული ოცნების” წევრი და მხარდამჭერი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.