ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს ვერ გადალახავს

ამ ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს ვერ გადალახავს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ გაერთიანებას, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ.
„რა ოპოზიციაც გვყავს, ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური იქნება. ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს- ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.