ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, რომლითაც მან თავი შეიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ზურაბიშვილს ჯერ არ მიუღია “პატრონებისგან” დავალება, რომ ალიევს მიულოცოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას გარედან ნიშანს მისცემენ, საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში “ფეხით ჩავა” მისალოცად.
“ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება, რომ მიელოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება! როგორც კი მისცემენ გარედან ნიშანს იმ წამში ფეხით ჩავა ეს საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი ბაქოში!
ამიტომაც მომავლის სასკოლო სახელმძღვანელოებში მკაფიოდ უნდა დაიწეროს, როგორი არ უნდა იყოს საერთოდ არცერთი ქვეყნის პრეზიდენტი!
მაგალითი? აი ეს კონსტიტუციის დამრღვევი, უსამშობლო, პრეზიდენტად წოდებული არსება!!” – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
Previous: სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.