ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მოქმედი თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა – თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. თავმჯდომარის წინააღმდეგ ამჯერად თბილისის საკრებულოს წევრები გამოდიან. საკრებულოს 6 წევრი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიაჩნიათ, რომ კრიზისმა ყველა რგოლი მოიცვა და უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით, უსამართლობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ ფართოვდება.
მათივე განცხადებით, მენეჯმენტი არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე და ერთი ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიღმა პარტიის ასობით წევრს ტოვებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ანა გოგოლაძე აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლაა.
“ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მოქმედი თავმდჯომარის პოსტიდან წასვლა. ჩვენ ვითხოვთ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე არ ჩატარდეს თავმდჯომარის არჩევნები,” – აცხადებს გოგოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი