ამ კანონის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები… – მეუფე შიო

ამ კანონის მომხრეთა შორის და მოწინააღმდეგეთა შორისაც, როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება. ამაზე გვპასუხობენ ჩვენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, აი, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება და მხოლო სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა, იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ არის ღვთის მადლიც,“ – ამბობს მეუფე შიო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ