ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება - ვიოლა ფონ კრამონი

ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება, ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება დადებითი შეფასება.
„ან უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების გაკეთება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება. წერტილი", - დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.