„ამ კადრებიდან რამდენიმე საათში დილით 6 საათზე მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა…“ – რა გახდა ფეხმძიმე ანა ბექაიას გარდაცვალების მიზეზი

25 აპრილს ჰქონდა ქორწილი ახლა კი 2 კვირაში დედობა უნდა მიელოცათ მისთვის. ამ ენით გამოუთქმელ მწუხარებას რა სახელი უნდა დაარქვას ადამიანმა არ ვიცი. მთელი შეგვძრა ამ მოულოდნელმა უბედურებამ. ცათა სასუფეველი ამ ორი უმანკო ანგელოზის სულს! – წერს შოთო სიხარულიძე ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხმძიმე ანა ბექაიას შესახებ.
„უამრავი ადამიანი მწერთ და მირეკავთ რა მოხდაო…ანას მეუღლემ დაბადების დღე ღამით მიულოცა, ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს ეს თუ როგორი ბედნიერია.და თქვენც ხედავთ რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ან ცუდად ყოფნა არ ეტყობა, ანუ იმას ვგულისხმობთ, რომ წინაპირობა არ ყოფილა იმის რომ რაიმე აწუხებდა…. ტორტი დაჭრეს, ისაუბრა ოჯახის წევრებთან ერთად და უბედნიერესი იყო, სულ რაღაც 14 დღეში პატარა პრინცესა გოგონას “კირას” დედა უნდა გამხდარიყო…. ნაყიდი ჰქონდათ ბავშვის ნივთები ყველაფერი წინასწარ მას და მის მეუღლეს….ბევრი მეკითხებით მის მეუღლეზე.დათოზე რა ვთქვა არ ვიცი, შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ ისეთი გამწარებული ღრიალებს, რომ ცას წვდება მისი მოთქმა გოდება, ქვაც კი ატირდება მისი შემხედვარე….. სამძიმრის თქმაც რომ მოგერიდება ადამიანს ისეთი ამბავია….ვაგრძელებ: ამ კადრებიდან რამდენიმე საათში დილით 6 საათზე მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, თუმცა უკვე გარდაცვლილი დახვდათ სასწრაფოს ექიმებს…. შემდეგ წაიყვანეს ექსპერტიზაზე, გაკვეთეს და ბავშვი სამწუხაროდ გარდაცვლილი (გაგუდული) იყო….მაგალითად სიტყვაზე ვიძახი ( არავის ვადანაშაულებ ვხსნი უბრალოდ სიტუაციას რადგან საზოგადოების ინტერესი დიდია ამ თემის ირგვლივ) კლინიკაში რომ ყოფილიყო და სახლში არა, გადარჩებოდა ბავშვი და ბინაზე რადგან იყო ის პატარა ანგელოზი დედიკოს მუცელში 5 წუთში გაიგუდებოდა, რადგან დედას ეს საშინელება დაემართა რასაც თრომბოემბოლია ჰქვია..იკეთებდა ნემსებს (ჭიპზე ფრაქციპარინს) და მაინც დაემართა ეს უბედურება ესე იგი ძალიან მაღალი ჰქონია დედიმირი ასე გამოდის…(ასე დეტალურად საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ)ასევე გამოვეხმაურები თემას რომელიც მე დავწერე ” ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლოსო” ანუ ექიმებს კი არ ვადანაშაულებ არამედ ის ვიგულისხმე რომ გაკვეთის შემდეგ ბავშვი უკვე გაგუდული ამოიყვანეს თქო… და შესაბამისად მის გადარჩენას ვერავინ შეძლებდა…. ჩემმა მეგობარმა სასწრაფოს ექიმმა მომწერა გვლანძღავენ ექიმებსო შენ რომ მასე გიწერიაო და ამიტომ ავხსენი ეხლა ეს… (((ერთმანეთის ლანძღვის პრემიას რომ იძლეოდნენ ქართველები პირველ ადგილზე გავიდოდნენ!!! მეტი კულტურული ევოლუცია გვჭირდება)))) არ შემეძლო ექიმების მხარე არ დამეჭირა ამ კონკრეტულ შემთხვევაში…..22 წლის ანა ბექაიას რაც დაემართა თრომბოემბოლია ჰქვია მაგ დიაგნოზს.მზე დაგიბნელდათო შენ და შენს ანგელოზს… ანა შენ ხომ ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ ხომ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, ბედნიერად უნდა გეცხოვრა დიდხანს, ძალიან დიდხანს შენს მეუღლესთან და კირასთან ერთად.ბათუმში მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები”. ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ღიმილა ოქროს გოგო ანა ბექაია (აწ უკვე გარდაცვლილი მამა მარკოზის შვილი) რომელიც სულ იღიმოდა და ფიქრობდა რომ ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. ანას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენისთანა ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე…ანასნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლის მოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამ ქვეყნიდან წასვლა.მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის 22 წლის ანა ბექაიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება… მარადიული ხსოვნა.“ – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა, ორ კვირაში შვილს ელოდებოდა…“ – დეტალები ტრაგიკულად დაღუპულ გოგოზე
VIDEO: ვრცელდება ორსული ანა ბექაიას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული კადრები
„ფეხმძიმე ცოლი დარჩა, შვილის ხელში აყვანაც არ ეღირსა…“ – ბათუმში დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ