ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამ ირაკლებს ბიძინა ეზიზღებათ… ღარიბაშვილი ოცნებობს, როდის რამე დაემართება ბიძინას” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:

ამ ირაკლებს და ოცნების მთელ ელიტას ყველაზე მეტად ბიძინა ეზიზღებათ, გგონიათ ბიძინა უყვართ და ამაზე მართლა ბრაზდებიან? ამაზე არ ბრაზდებიან, როდესაც ლანძღავენ ხაზარაძეს, ზურაბიშვილს ან სხვას, ისინი ელაპარაკებიან ბიძინას, ბიძინას უმტკიცებენ ამ ფორმით ერთგულებას, თორემ თვითონ ყველაზე მეტად ეჯავრება. ღარიბაშვილს ბიძინა უყვარს? ეჯავრება, იმ დღეზე ოცნებობს, როდის რამე დაემართება ბიძინას. ამბიციური ხალხია, ჰგონიათ, რომ თვითონაც მშვენივრად მართავენ. რომელ მონას უყვარს თავისი მონათმფლობელი, მაგრამ უნდა უმტკიცოს ერთგულება, იმიტომ, რომ თუ ეჭვი შეიტანა ერთგულებაში, შეიძლება მტკივნეული ნაბიჯები გადადგას.

არ არის აქ მხოლოდ ლელოში საქმე, მაგრამ სხვა რაღაც მოხდა. იგივე ღარიბაშვილმა პრეზიდენტსაც მოღალატე ეძახა.
დღევანდელი ფორმულირებები ზურაბიშვილთან მიმართებაში ღარიბაშვილის მხრიდან, ზუსტად მაფიოზური, საქმის გამრჩევია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.