ამ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთში 1.5 მლნ რუს ტურისტს ელოდებიან
ამ დროისთვის დაახლოებით 100-120 ათასი რუსი ტურისტი ისვენებს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (ATOR) ავრცელებს.
ასოციაციის ინფორმაციით, აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დასასვენებელ ადგილად რჩება.
RBC წერს, რომ ATOR-ის ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც რუსები დასასვენებლად ირჩევენ, აფხაზეთმა მეორე ადგილი დაიკავა. ამ ზაფხულს იქ რუსეთიდან მთლიანი ტურისტების 20%-ს - 1,15 მილიონამდე ტურისტს ელოდებიან. რუსული მედია წერს, რომ მათგან დაახლოებით 40% ე.წ. ერთდღიანი მოგზაურია, რომლებიც ღამის გათევას აფხაზეთში არ გეგმავენ. ესენი არიან ტურისტები სოჭიდანდა ადლერიდან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.