არქივი20 დეკემბერი, 2023, 19:11
"ამ ეტაპზე ისრაელ-"ჰამასის" შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს... ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ" | ბაიდენი
"ამ ეტაპზე ისრაელ-"ჰამასის" შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს... ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ", - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მას ჟურნალისტებმა შეთანხმების გარდა, ბრძოლის შეჩერებასა და მძევლების გათავისუფლების პერსპექტივაზეც ჰკითხეს, რაზეც პრეზიდენტმა ანალოგიური პასუხი გასცა.
საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმაც ისაუბრა: "ეს არის ძალიან სერიოზული დისკუსიები და მოლაპარაკებები და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი სადღაც მიგვიყვანს".
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.