ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ და სამყარომ დაინახა, რაოდენ დიდი იყო სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი

უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და როგორც სიმბოლოს უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის მატარებელი ადამიანებისადმი. დიდი მადლობა მათ, დიდება გმირებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
Next: დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, დღე, რომელიც გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომლებმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა ევროპულ არჩევანს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.